Friday, November 18, 2016

რომ არა ონლაინ სესხები

ონლაინ სესხების შემოსვლამდე რა სიტუაცია იყო? მოდით განვიხილოთ, საიდან ვშოულობდით ფულს მაშინ,როდესაც ეს ძალიან გვჭირდებოდა,ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფულად რესურსებს და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. ფაქტიურად , ფული განსაზღვრავს ყველაფერს. ჩვენ,როდესაც ფული დაგვაკლდებოდა ან თუდაც საერთოდ არ გვქონდა,მივდიოდით კარის მეზობელთან,თუ კარის მეზობელი არ იყო სახლში ან ფული არ ჰქონდა გადავდიოდით შემდეგთან,თუ შემდეგთანაც იმავე სიტუაცია დაგვხვდებოდა ისევ შემდეგთან - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, წვიმასა ქარსა თუ თოვლში გვიწევდა ფულის საშოვნელად სირბილი,რომელიც ყოველთვის როდი სრულდებოდა წარმატებით. დღეს,თანამედროვე ეპოქაში,ეს მორიდება და სირცხვილი,რომელიც შესაძლოა მეზობელთან გვიჭამია,როდესაც ფულის სასესხებლად მივდიოდით - ჩაანაცვლა ონლაინ სესხებმა,კომფორტულმა და სწრაფმა საშუალებამ.საქართველოს ბაზარზე უამრავი საკრედიტო კომპანიაა,რომელიც მომხმარებელს ერთსა და იმავე პროდუქციას სთავაზობს,ანუ ფულს,ოღონდ განსხვავებული პირობებით. ზოგს დაბალი პროცენტი აქვს,ზოგს საშუალო,ზოგსაც მაღალი. ზოგი გრძელვადიანი სესხია,ზოგი სწრაფი მოკლევადიანი... რომელიც 5 დან 30 დღემდე შეიძლება მერყეობდეს.
ყველა შემთხვევაში,სანამ სესხის აღებას დააპირებ, დეტალური აღწერა გაუკეთე საკრედიტო კომპანიებს, დაცხრილე დააჯგუფე შენთვის სასურველი... არააქვს მნიშვნელობა ახლად შემოსული კომპანია არის თუ არა,მთავარია თქვენს შესაძლებლობებზე მორგებულ სერვისს გთავაზობდეთ. პირობითად, დღეს ყველა კომპანია ცდილობს მოერგოს მომხმარებელს და მას კომფორტული მომსახურეობა შესთავაზოს უსაფრთხო გარემოში,შესაბამისად სანდოობის მაღალი სტანდარტი არსებობს. არასდროს იჩქარო და მიიღე რაციონალური გადაწყვეტილება.

No comments:

Post a Comment